მარიანო დიასი: "7-ნომრიანი მაისურით თამაში დიდი პასუხიმსგებლობაა"

20-09-2018, 21:41

"ლიონიდან" დაბრუნების შემდეგ, მარიანო დიასმა კრიშტიანუ რონალდუს და რაულის 7-ნომრიანი მაისური მოირგო. "რომასთან" გატანილი შესანიშნავი გოლის შემდეგ, მარიანო "რეალის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა:

"7-ნომრიანი მაისურით თამაში დიდი პასუხიმსგებლობაა, რადგან ამ ნომრის მატარებლები უდიდესი ლეგენდები არიან. ჩემპიონთა ლიგაზე სტარტით, მოგებითა და გატანილი გოლით ბედნიერი ვარ. 

გულშემატკივრებისგან მოედანზე შემოსვლისთანავე სითბო ვიგრძენი. ძალიან ბედნიერი ვარ მათი დამოკიდებულებით. ყოველდღე ბევრს ვვარჯიშობ, რათა გულშემატკივრები გავახარო", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ მარიანომ "გლადიატორებს" ულამაზესი გოლი გაუტანა. "სამეფო კლუბმა" 3:0 დაამარცხა მეტოქე. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით