კოლინა: "იმედი მაქვს უეფაში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ"

21-09-2018, 00:29

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად "ვალენსია" ანგარიშით 0:2 დაამარცხა ტრაგიკული აღმოჩნდა კრიშტიანუ რონალდუსთვის.

"იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაში გამართულ სადებიუტო შეხვედრაში ჯეისონ მურილიოსთან კონფლიქტის შემდეგ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კრიშტიანუ მინდვრიდან გააძევა.

აღნიშნული ეპიზოდის შესახებ  ლეგენდარულმა იტალიელმა არბიტრმა, პიერ-ლუიჯი კოლინამ კომენტარი გააკეთა.

"ეს ნამდვილად რთული ეპიზოდი იყო და ნებისმიერ მსაჯს გაუჭირდებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. დიახ, მათ შორის მეც. გამეორებაზე ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, რონალდუს ცუდი განზრახვა არ ჰქონია და იმედი მაქვს, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნავს კოლინა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს საქმეს  უეფას სადისწიპლინო კომიტეტი 27 სექტემბერს განიხილავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით