კოსოვოელი ფეხბურთელი სარეკლამო ბანერს გადაახტა და ორმოში ჩავარდა

21-09-2018, 14:23

20 სექტემბერს, ევროპა ლიგის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა "აეკ ლარნაკამ" და "ციურიხმა" მიიღეს. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა (1:0). აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი შვეიცარიელების კოსოვოელმა ფეხბურთელმა, ბენიამინ კოლოლმა გაიტანა.

26 წლის მოთამაშემ გოლის გატანა საკმაოდ კურიოზულად აღნიშნა. ის ჯერ სარეკლამო ბანერს გადაახტა, შემდეგ კი, ნიქოზიის სტადიონ "GSP"-ის "ცუდი მხარეც" ნახა. მისი ბოლო ბარიერი "საბედისწერო" აღმოჩნდა. ბენიამინი ბეტონის ზღუდესაც გადაახტა და მოედნიდან გაქრა.

ბოლოს, როგორც გაირკვა, კედლის მიღმა ღრმა ორმო იყო და იქ ჩავარდა. გახარებული ფეხბურთელები კოლოლოს მისდევდნენ, თუმცა, სახეზე აღბეჭდილი ემოცია მალევე გაქრა. რამდენიმე წამში ის მოძებნეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით