გონსალო იგუაინის მიღწევა

21-09-2018, 14:28

"მილანმა" ევროპა ლიგაზე "დუდელანჟი" დაამარცხა (1:0). ჯენარო გატუზოს შეგირდებმა გამარჯვება გონსალო იგუაინის წყალობით მოახერხეს. მატჩის დასრულების შემდეგ, "როსონერის" თავკაცმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არგენტინელი ფორვადის შედეგებით კმაყოფილია.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი თამაშის შემდეგ, იგუაინის ანგარიშზე ევროპის 18 სხვადასხვა ქვეყანაში გატანილი 270 გოლია. სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი ლომბარდიულ გრანდში ტურინის "იუვენტუსიდა" გადავიდა. 

პიპიტა წლების განმავლობაში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა. საგულისხმოა, რომ ფლორენტინო პერესმა ქარიმ ბენზემა დატოვა, ხოლო გონსალო "ნაპოლიში" გაყიდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით