პოლ პოგბამ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

21-09-2018, 14:54

ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა. მან "იანგ ბოიზთან" თერთმეტმეტრიანი ზუსტად 9 წამში შეასრულა. გულშემატკივრებისთვის გაურკვეველია, როგორ მოახერხა 25 წლის ნახევარმცველმა 24 ნაბიჯის 9 წამში გადადგმა. 

საგულისხმოა, რომ აქამდე რეკორდი 10 წამი იყო, რომელიც 2007 წლის 7 მარტს, როი მაკაიმ დაამყარა. მატჩის დასრულების შემდეგ, პოლმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოს მადლობელია, რომელმაც შანსი მისცა. 

"თანაგუნდელები მენდობიან. პენალტი ისევ მე დამარტყმევინეს, რისთვისაც მათაც მადლობა უნდა გადავუხადო და მწვრთნელსაც, რადგან მანაც მითხრა, რომ ისევ მე უნდა დამერტყა", - განაცხადა პოგბამ. 

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში პენალტი ვერ გამოიყენა. მას შემდეგ, ქომაგები მის დარტყმულს დიდი იმედებით არ უყურებდნენ. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით