სამი ხედირამ მძიმე ტრავმა მიიღო

21-09-2018, 15:02

"Football-Italia"-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი, სამი ხედირა ტრავმირებულია. გერმანელი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, 3 კვირას იუქმებს. 

როგორც ირკვევა, ხედირამ ბარძაყი დაიზიანა. მან ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" წინააღმდეგ 23 წუთი იასპარეზა და შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის შეცვლა სთხოვა. 

სამედიცინო შემოწმების პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ტრავმა ძალიან მძიმეა. "ბიანკონერის" რიგებში მან მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით