ჰამშიკი "ნაპოლს" დატოვებს?

21-09-2018, 15:57

"ნაპოლის" სლოვაკი კაპიტანი  მარეკ ჰამშიკი კლუბის შეცვლაზე დაფიქრდა.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე ზაფხულში აქტიურად იწერებოდა, რომ მარეკ  ჰამშიკი გუნდს დატოვებდა და კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელებდა, მაგრამ კარლო ანჩელოტიმ მოახერხა და სლოვაკი ფეხბურთელი გუნდში დატოვა.

მაგრამ როგორც ჩანს იტალელ სპეციალისტს და მარეკ ჰამშიკს ურთერთობა დაეძაბათ, ამიტომაც ჰამშიკი აღარ შედის პაპა კარლოს გეგმებში.

 მარეკი სერიოზულად დაფიქრდა ზამთარში გუნდიდან წასვლაზე.

შეგახსენებთ, რომ მარეკ ჰამშიკი "ნაპოლის" ღირსებას 2007 წლიდან იცავს და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია (100) გოლით. მას კლუბთან კონტრაქტი 2020-მდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით