ლორია "დინამოში" დაბრუნდა

21-09-2018, 21:45

"კრილიას" ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. საგულისხმოა, რომ ის დედაქალაქელების რიგებში ახალ კლუბში გადასვლამდე ივარჯიშებს. 

"მადლობა "დინამოს". მე სახლში დავბრუნდი. აქაურობა ჩემთვის უცხო არ არის. კახა კაჭარავასთან ურთიერთობა აქამდეც მქონია. ისეთი ემოცია მაქვს, თითქოს არსად წავსულვარ. ხუთი წელი ისე გავიდა, რომ სულ მენატრებოდა თბილისის "დინამო". ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან", - განაცხადა ლორიამ. 

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" კარის დარაჯმა კლუბი 2 კვირის წინ დატოვა. მისი თქმით, სამარელების რიგებში დარჩენა სურდა, თუმცა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა აირია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით