რადამელ ფალკაოს ძეგლი კრიტიკას ვერ უძლებს

21-09-2018, 21:56

"მონაკოს" კოლუმბიელ შემტევს მშობლიურ ქალაქში ძეგლი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ რადამელ ფალკაოს სკულპტურა სამხრეთ ამერიკელს არ ჰგავს და გულშემატკივრებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. 

ისინი კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის ქანდაკებებს ადარებენ და ცნობილი მოქანდაკის ანტონიო აირისის დაკავებას ითხოვენ. 

როგორც გაირკვა, აირისმა ამ ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად 3.3 ათასი ევრო მიიღო. ჯერჯერობით უცნობია რას უზამენ რადამელის ძეგლს, რომელსაც ქომაგები თაყვანს სცემდნენ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით