სარი კეჰილს უშვებს!

22-09-2018, 13:05

"ჩელსის" ფეხბურთელი, გარი კეჰილი მაურისიო სარის ფორმაციის გუნდში ვერ ხვდება. ის ბოლო 2 სეზონის განმავლობაში "არისტოკრატების" კაპიტანი იყო, თუმცა 2018-2019 წლების პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მწვანე მინდორზე არ გამოჩენილა. 

"ძალიან რთულია მთელი სეზონის სათადარიგო სკამზე გატარება, ამიტომ, ჩემს მომავალზე უნდა ვიზრუნო. მე პატივს ვცემ ყველა კლუბს, რომელიც ჩემს კარიერაში ყოფილა, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ვინაიდან ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა", - განაცხადა ინგლისელმა. 

შეგახსენებთ, რომ კეჰილი ლონდონში ბოლტონიდან 2012 წელს გადავიდა და მას შემდეგ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იტალიელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ, 32 წლის მცველის წასვლის საკითხი დადგა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით