სანდრო კობახიძე: "ამ მატჩის შესახებ შვილიშვილებს მოვუყვები"

22-09-2018, 13:12

"ვორსკლას" ფეხბურთელმა, სანდო კობახიძემ "არსენალთან" მატჩის შემდეგ, უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ "ემირეითზე" მიღწეული წარმატების შესახებ შვილიშვილებს მოუყვება. 

"კმაყოფილები ვართ თუ არა? - არ ვიცი, ჯერ კიდევ ცოტა დრო გავიდა თამაშიდან, რომელიც წავაგეთ. თუმცა, გავიტანეთ ორი გოლი და ვფიქრობ, ეს პოზიტიურია. ალბათ, ეს ყველას ოცნება იყო. ბიჭები ამბობენ, რომ შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვებიან", - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა. 

შეგახსენებთ, რომ კობახიძის "ვორსკლამ" "მეთოფესთან" 2:4 დათმო შეხვედრა. ჩვენებური 77-ე წუთზე გაცვალეს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა პრესამ სანდროს თამაში 5 ქულით შეაფასა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით