გატუზო: "არ ვენდობი ჟან პიეროსა და მის გუნდს"

22-09-2018, 18:53

სერია ა-ს მომდევნო მატჩში "მილანი" "ატალანტას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

გასამართ მატჩამდე "როსონერის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ პრესკომფერენცია გამართა და მან მოწინააღმდეგე კლუბის შესახებ ისაუბრა.

"ახლა მთლიანად "ატალანტაზე" ვართ ფოკუსირებულები. "მილანი" უკვე ოთხი წელია არ შეხვედრია "ატალანტას". გამომდინარე აქედან, ისინი ფიქრობენ, რომ მარტივი იქნება ჩვენი გატეხვა და დამარცხება. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდებული პერფორმანსის შესრულება".

"მათ ზედიზედ სამი მატჩი წააგეს სამ კონკურენტუნარიან მეტოქესთან, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა. მათ უდავოდ სურთ უკან დაბრუნება და შეეცდებიან, რომ საკუთარ შესაძლებლობები გვაჩვენონ".

"არ ვენდობი ჯან პიეროსა და მის გუნდს. მას შეუძლია 5 მოთამაშე შეცვალოს და თამაშს ახალი სუნთქვა შესძინოს. პიერო აძლევს მოთამაშეებს ბიძგს, რომ მთელი თამაში ტემპის დაუგდებლად გაატარონ. ისინი მოწინააღმდეგეს არ აძლევენ სუნთქვის საშუალებას. ასე რომ ჩვენ, ან უნდა შევინარჩუნოთ სუნთქვა და თავდაუზოგავად ვითამაშოთ, ან შარში ვართ. რა თქმა უნდა პირველს ვარჩევთ. ჩემი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით