ლევან მჭედლიძე ისევ ტრავმირებულია

22-09-2018, 19:10

ლევან მჭედლიძე ისე გაემგზავრა საქართველოს ნაკრებიდან, ერთი წუთიც არ უთამაშია ყაზახეთსა და ლატვიასთან ერთა ლიგის მატჩებში. ამის შემდეგ, 16 სექტემბერს, ის არ ყოფილა "ემპოლი"-"ლაციოს" (0:1) შეხვედრის განაცხადში, ისევე, როგორც პარასკევს არ ფიგურირებდა მისი გვარი "სასუოლო"-"ემპოლის" (3:1) მატჩში.

როგორც ერთ-ერთი ტოსკანური გამოცემა წერს, მჭედლიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია საქართველოს ნაკრების მატჩებში და სწორედ ტრავმა იყო "ლაციოსთან" მისი არყოფნის მიზეზიც.

წესით, მას უნდა ეთამაშა პარასკევს, მაგრამ როგორც გამოცემა წერს, მატჩის წინა დღეს მჭედლიძემ ცალკე ივარჯიშა და, შესაბამისად, არ იყო მზად "სასუოლოსთან" სათამაშოდ.

სერია A-ში მომდევნო ტური შუა კვირაში გაიმართება. 27 სექტემბერს "ემპოლიმ" "მილანი" უნდა მიიღოს და, იმედია, მჭედლიძე ამ მატჩში მაინც შეძლებს თუნდაც მცირე ხნით თამაშს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით