ჩანი სექსიზმში დაადანაშაულეს

23-09-2018, 17:17

მოგეხსენებათ, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ საკმაოდ საკამათო ეპიზოდში გააძევეს.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას მატჩის შემდგომ ტურინელთა ნახევარმცველი, ემრე ჩანი გამოეხმაურა.

"ეს არანაირად არ იყო წითელი ბარათი. ჩვენ არ ვართ ქალები, მსგავსი რამის გამო მოედნიდან გაძევება სისულელეა." - განაცხადა ჩანმა.

გერმანელ ფეხბურთელს კი ამ კომენტარის გამო ევროპულ პრესაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ბევრმა ადამიანმა მას სექსისტს იარლიყიც მიაკერა. შესაძლოა, ჩანს თავისი განცხადების გამო ბოდიშის მოხდაც კი მოუწიოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით