"მილანს" ბრაზილიელი ტალანტი სურს

23-09-2018, 19:12

როგორც პოპულარული იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იტყობინება, "როსონერი" ბრაზილიური ჩემპიონატიდან კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება. საუბარია "ფლუმინენსეს" 21 წლის ფორვარდზე, პედრო გილერმეზე.

ცენტრალურმა თავდამსხმელმა უკვე საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია სამშობლოში. წინა სეზონში მან 23 თამაშში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა განახორციელმა. აღსანიშნავია, რომ მოთამაშის ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას ამჟამად ტრავმა აწუხებს და მარტამდე თამაშს ვერ შეძლებს, შესაძლოა, "მილანმა" იგი ზამთარში შედარებით დაბალ ფასად გაიფორმოს.

კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ლეონარდოს, სერჟინიოსა და კაკას ფაქტორი აღნიშნულ მოლაპარაკებებს დააჩქარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით