მოურინიო: "ასე ვერაფერს მივაღწევთ"

23-09-2018, 20:51

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე ვერ  შეძლო მოეგო "ვულვზისთვის". ისე, მოგებას ვინ ჩივის, ბოლო წუთებზე დავიდ დე ხეას რომ არ  ეყოჩაღა, პრემიერლიგაში დაბრუნებული "მგლები" სულაც 3 ქულას წაიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ "ვულვზმა" მეორე მანჩესტერულ გრანდსაც დააკარგვინა ქულები.

"იუნაიტედის" უნიათო გარჯა მაინცდამაინც სერ ალექს ფერგიუსონის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას დაემთხვა. მაისში გადატანილი ინსულტის შემდეგ ის შაბათს პირველად გამოჩნდა მშობლიურ არენაზე და ლოჟაში კუთვნილი ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ, მისთვის გუშინდელი თამაში კარგი სანახავი არ აღმოჩნდა.

"სტუმრები უფრო აგრესიულები და მოტივირებულები იყვნენ. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. მათ დაიმსახურებს ეს ქულა, ჩვენ კი დავიმსახურეთ ის სასჯელი, რაც მივიღეთ. პირველი ტაიმი ისე ცუდად დავიწყეთ, გაგვიმართლა, ანგარიში ჩვენ რომ გავხსენით. ფეხბურთელებს თითქოს თამაშს სურვილი არ ჰქონდათ. როცა შენი პოტენციალის მხოლოდ 30 პროცენტს ავლენ, ვერაფერს მიაღწევ", - თქვა ჟოზე მოურინიომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით