რონალდუ დაჯილდოებას არ დაესწრება

23-09-2018, 23:12

ხვალ გაიმართება FIFA-ს 2017/18 წლების სეზონის გალა-დაჯილდოება, სადაც მთავარი კითხვაა, თუ რომელი ფეხბურთი მიიღებს საუკეთესოს ჯილდოს.

დღეს გამოცემა Sky-მ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილია, ხვალინდელ ცერემონიალს ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ არ დაესწრება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ პრიზს ლუკა მოდრიჩი მიიღებს და მისი გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ Fifa The Best-ის ჯილდოსთვის კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მუჰამედ სალაჰი იბრძვიან.



  • rename
  • 24 სექტემბერი 2018 10:13
ორ დღეში, ბოლონიასთან თამაშობს.ეტყობა,ეს უფრო პრიოტეტულია.რარი ამაში გაუგებარი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით