გატუზო: "მილანი" არის გუნდი ორი სახით"

23-09-2018, 23:59

იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში "მილანმა"  "სან სიროზე"  "ატალანტას"  უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა. "როსონერიმ" უმნიშვნელოვანესი ქულები ბოლო წუთზე დაკარგა, როდესაც ემილიანო რიგონიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ "მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდმა თამაშის ბოლო 30 წუთის განმავლობაში საკუთარი ორსახოვნება  გვაჩვენა.

"ჩვენ გვყავს გუნდი ორი სახით, რომელმაც თამაშის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა. ხოლო, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში რეალური ბრძოლა გვაჩვენა".

"მარტივ თამაშს არ ველოდებოდით. რა თქმა უნდა, როცა საქმე "ატალანტას" ეხება ამის წარმოდგენაც კი სასაცილოა. შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან დღეს აშკარად არ გაგვიმართლა".

"ძალიან რთულია 90 წუთის განმავლობაში ერთი ტემპით ითამაშო. მართალია, პროფესიონალ ფეხბურთელებს ეს უნდა შეეძლოთ, მაგრამ "მილანს" ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, რომელსაც განვითარება სჭირდება. ჩვენ ვიზრდებით და ვსწავლობთ ბრძოლას, ამისათვის კი ყველა გზას ვიყენებთ. მთავარია არ დავნებეთ. მოგეხსენებათ, როგორი დატვირთული სეზონი გვაქვს, ოდნავი ყურადღების მოდუნება და მაშინვე საფრთხეში აღმოვჩნდებით".

"მართლაც დასანანად დავკარგეთ ქულები და დიდ გულისწყვეტას ვგრძნობ, მაგრამ გაბრაზებული არ ვარ",-ციტირებს გატუზოს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით