სანდრო კობახიძე ტრამვირებულია

24-09-2018, 12:48

პოლტავის "ვორსკლას"  ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ მხრის ტრავმა მიიღო და გუნდს ორი კვირა ვერ დაეხმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელსაც უკრაინული გუნდი შინ "სპორტინგის" წინააღმდეგ,  4 ოქტომბერს მაგართავს.

სანდრო კობახიძემ მხარი უკრაინის ჩემპიონატის მატჩში, ლუგანსკის ზორიასთან ამოიგდო. შეხვედრის შემდეგ, რომელიც "ვორსკლამ" ანგარიშით 2:1 მოიგო, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვასილი საჩკომ ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრა:

"სამწუხაროდ, ეს გამარჯვება დანაკლისად დაგვიჯდა. კობახიძემ ტრავმა მიიღო - მხარი ამოიგდო. ექიმმა შემატყობინა, რომ სანდროს მხარი უკვე ჩაუსვეს, მის მორჩენას კი ორი კვირა ან მეტი დასჭირდება. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, ამ დროის განმაცლობაში სანრო გუნდს დააკლდება", - აქვეყნებს საჩკოს ნათქვამს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 31 წლის ნახევარმცველმა პოლტავური გუნდის მაისურით 10 შეხვედრაში ითამაშა, მათ შორის ლონდონის "არსენალთანაც".

სანდრო კობახიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 2017 წელს, ლატვიასთან თბილისში გამართლ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით