ლეონარდო: "მილანის" მიმართ ნდობა ყველამ დაკარგა"

24-09-2018, 13:05

იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში "მილანმა"  "სან სიროზე"  "ატალანტას"  უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა. "როსონერიმ" უმნიშვნელოვანესი ქულები ბოლო წუთზე დაკარგა, როდესაც ემილიანო რიგონიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ კომენტარი "მილანის" დირექტორმა ლეონარდომ გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ფეხბურთელებს სურთ სკუდეტოსთვის ბრძოლა მათ აუცილებლად უნდა შეცვალონ თავიანთი მენტალიტეტი.

"ნამვილად არ არის გასაკვირი, რომ ამ დიდებული კლუბის მიმართ გულშემატკივარმა და ჩვენც ნდობა დავკარგეთ. მაღალი პოზიციებიდან ნამდვილად შორს ვართ, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ გუნდთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად შესაძლებელია სიტუაციის მართვის სადავეები ხელთ გვეპყრას".

"შეგვიძლია, მიმდინარე სეზონში დიდი მონდომების შედეგად მოწინავეებს დავეწიოთ. ამისათვის აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და თავდაუზოგავად ვიშრომოთ".

"ჩვენ შეიძლება ჯერ, გუნდის შენების პროცესში ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცები არ შეგვიძია".

"ეს თამაში უნდა მოგვეგო, მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით. მარგამ, სამწუხაროდ, ბოლომდე ბრძოლა ვერ შევძელით. მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ, თორემ სკუდეტო შორს დაგვრჩება"- განაცხადა ლეონარდომ Sky Sport Italia-სთან საუბრისას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით