"ბარსელონამ" სუარესის შემცვლელს მიაგნო

24-09-2018, 13:40

"Goal.com"-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, ლუის სუარესი 32 წლის ხდება და კლუბი მისი შემცვლელის ძებნას მომავალ ზაფხულში აპირებს. 

საგულისხმოა, რომ "ბლაუგრანა" 4 კანდიდატს განიხილავს. ესპანური გრანდის წარმომადგენლები ჰარი კეინისა და რობერტო ფირმინოს დააკვირდებიან და მათ უახლოეს ხანებში სარფიან წინადადებას შესთავაზებენ. 

ხსენებული ფეხბურთელების უარის შემთხვევაში "ბარსა" მაურო იკარდისა და ტიმო ვერნერის გადაბირებას შეეცდება. ფაქტია, რომ ურუგვაელის კატალონიური ვოიაჟი მალე დასრულდება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით