ვის დაუჭირეს მხარი ფიფას დაჯილდოებაზე ჯაბა კანკავამ და ვლადიმირ ვაისმა

25-09-2018, 19:07

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და კაპიტანმა კაბა კანკავამ 2017-2018 წლების სეზონის საუკეთეს ფეხბურთელები აირჩიეს. 

როგორც გაირკვა, კანკავამ პირველ ადგილზე ლუკა მოდრიჩი დაასახელა, მეორეზე კრიშტიანუ რონალდუ, მესამეზე ლიონელ მესი. სლოვაკ სპეციალისტს სამეულში სხვა ფეხბურთელი არ დაუსახელებია. მან მეორე ადგილზე მესი გაიყვანა, ხოლო მესამეზე რონალდუ. კანკავას მსგავსად ვლადიმირმაც მოდრიჩს დაუჭირა მხარი. 

შეგახსენებთ, რომ ფიფას დაჯილდოება 24 სექტემბერს გაიმართა. ჩვენებურების ვარაუდი გამართლდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდელთა ათიანი გახდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით