• 23-08-2023
    "ბარსას" კანსელუს გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება
    "ბარსას" კანსელუს გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება
    Author of the article
    Aa

    ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვა "ბარსელონას" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება, - იუწყება ადრია ალბეტსი.

    პორტუგალიელი ფლანგელის შეძენის უფლება ვალდებულებად იმ შემთხვევაში გარდაიქმნება, თუ კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გააღწევს.

    შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშება "ბლაუგრანამ" ჯგუფურ ეტაპზევე დაასრულა. "მანჩესტერ სიტიში" იმედოვნებენ, რომ ეს აღარ განმეორდება.

    გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში კანსელუს ხელფასის დიდ ნაწილს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გადაიხდიან, დარჩენილს კი ისევ "სიტიზენები" დაფარავენ.

    ჟოაუს "ბარსაში" ერთსეზონიანი იჯარით გადაბარგება წესით ხვალ უნდა გაოფიციალურდეს. ხვალვე გაემგზავრება 29 წლის მარჯვენა მცველი ბარსელონაშიც.

    Facebook კომენტარები