მოურინიო: "პოგბა გუნდს აღარასდროს უკაპიტნებს"

25-09-2018, 20:49

ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში მანჩესტერ "იუნაიტედი" მინდორზე კლუბის ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ გაიყვანა. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო მისით უკმაყოფილო დარჩა.

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდის ვარჯიშზე ფეხბურთელებს ესაუბრა და უთხრა, რომ პოგბა მისი მწვრთნელობის პერიოდში მათ აღარასდროს უკაპიტნებს.

"ჟოზემ აუხსნა მოთამაშეებს, რომ პოგბა არ იმსახურებს კაპიტნობას, რადგან იგი არ იქცევა ისე, როგორც კაპიტანი და "იუნაიტედზე" მეტი არავინ არაა."

შეგახსენებთ, რომ "იანგ ბოიზთან" მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" 0-3 იმარჯვეს. შაბათს კი "ვულვზთან" ვერმოგებული მატჩის შემდგომ პოგბამ მოურინიო გააკრიტიკა დაცვითი სტილის გამო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით