ლეო მესი არგენტინის ნაკრებისთვის კვლავ არ ითამაშებს

26-09-2018, 01:10

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდგომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერ ლეო მესის თავისი ქვეყნის გუნდში არ უთამაშია.

როგორც ჩანს, 30 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის ჩათვლით არ გეგმავს არგენტინის ნაკრებში მატჩის გამართვას.

"ალბისელტეს" მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიალის შემდგომ განაცხადა, რომ მესი ეროვნულ გუნდს მომავალ ამხანაგურ მატჩებშიც არ დაეხმარება.

"ლეო გუნდს არც შემდგომ შეხვედრებში დაეხმარება. ეს მისთვისვე არის უკეთესი." - განაცხადა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინი 11 ოქტომბერს ერაყს, 16 ოქტომბერს კი ბრაზილიას დაუპირისპირდება.

ასე რომ, სამწუხაროდ, საფეხბურთო სამყარო ლეო მესის თამაშს სანაკრებო დონეზე კვლავ ვერ იხილავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით