იტალიაში ცვლილებები იგეგმება-კონტე "მილანს" ან "რომას" ჩაიბარებს

26-09-2018, 14:35

ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" დატოვებს შემდეგ უმუშევარია. 49 წლის სპეციალისტი საინტერესო წინადადებას ელოდება იტალიური კლუბებიდან.

აპენინური მედიის ცნობით, კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე "მილანის" და "რომას" ხელმძღვანელები განიხილავენ.

მოგეხსენებათ, დი ფრანჩესკოს თავკაცობით, გასულ სეზონში "რომამ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიაღწია, თუმცა მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალთან" დამარცხდა, ხოლო სერია A-ში მე-14 ადგილზეა.

როდესაც "ჯალოროსის" პრეზიდენტს, ჯეიმს პალოტას ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა გუნდის ასპარეზობას მიმდინარე სეზონში, მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა: “გული მერევა”.

იტალიური მედიის ცნობით, "რომას" მესვეურები დი ფრანჩესკოს გაშვებაზე ფიქრობენ და გუნდის მომავალ მწვრთნელად ანტონიო კონტე ჰყავთ შერჩეული. სერია A-ს მე-7 ტურში რომაული დერბია და შესაძლოა ამ მატჩმა გადაწყვიტოს დი ფრანჩესკოს მომავალი.

დაახლოოებით იგივე ვითარებაა "მილანში". მართალია, "როსონერის" ხელმძღვანელები  ამბობენ, რომ ჯენარო გატუზოს მათი მხრიდან სრული ნდობა აქვს, მაგრამ ეს უფრო მწვრთნელის გამხნევებაა, ვიდრე რეალობა.

ფაქტია, რომ "მილანი" არასტაბილკურად თამაშობს და თუ ასე გაგრძელდა, ისევ დარჩება ჩემპიონთა ლიგის მიღმა, რაც კლუბის ახალი მფლობელების გეგმებში ნამდვილად არ შედის. თანაც, სასურველია გუნდს ისეთი კვალიფიციური მწრთვნელი თავკაცობდეს, როგორიც ანტონიო კონტეა. 

იტალიური მედიის ვარაუდით, გატუზოს მცირე დრო აქვს ვითარების გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ანტონიო კონტე შეცვლის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით