უნაი ემერიმ "არსენალის" ვარჯიშზე იოახიმ ლიოვი არ შეუშვა

26-09-2018, 15:53

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ კლუბის ვარჯიშზე გერმანიის ნაკრების დამრიგებელი, იოახიმ ლიოვი არ შეუშვა. როგორც ირკვევა, "ბუნდესნაკრების" თავკაცს მესუთ იოზილთან საუბარი სურდა. 

"მესუთთან შეხვედრა და მასთან საუბარი ძალიან გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მას ახლა ჩვენთან ლაპარაკი არ უნდა", - განაცხადა ლიოვის თანაშემწემ. 

შეგახსენებთ, რომ მესუთი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა. მან განაცხადა, რომ ერდოღანთან გადაღებული ფოტოების შემდეგ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა და პატივს არ სცემენ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით