ძოლა: "აქამდე ვფიქრობდი, რომ ფეხბურთში ბევრი რამ ვიცოდი"

26-09-2018, 19:30

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, ჯანფრანკო ძოლა "ჩელსის" რიგებში მუშაობს. ის მაურისიო სარის ასისტენტია. აპენინელმა ლეგენდამ მედიასთან სწორედ "არისტოკრატების" დამრიგებლის შესახებ ისაუბრა. 

"მაურისიომ ჩემთვის ახალი სამყარო გახსნა. აქამდე ვფიქრობდი, რომ ფეხბურთში ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ვცდებოდი, რადგან შევხვდი სარის და ყველაფერი ნათელი გახდა", - განაცხადა მან. 

ძოლამ დასძინა, რომ სარის ფორმაციის გუნდში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" პრემიერლიგის საწყის 6 ტურში 16 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო ევროპა ლიგის პირველ ტურში "პაოკ"-ს სტუმრად მოუგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით