ევრო 2024: მასპინძლობის ფავორიტი გერმანიაა

26-09-2018, 23:34

ხვალ UEFA ევრო 2024-ის მასპინძელ ქვეყანას დაასახელებს. კანდიდატი კი მხოლოდ და მხოლოდ ორია - თურქეთი და გერმანია.

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება 20 ადამიანისგან შემდგარ კომიტეტს უნდა გამოეტანათ, თუმცა, ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ გერმანელ და თურქ წარმომადგენლებს. კომიტეტის კიდევ ერთი წევრი კი კენჭისყრას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრება. შესაბამისად, გადაწყვეტილებას 17 ადამიანი მიიღებს.

როგორც ევროპულ პრესაში იწერება, ტურნირის მასპინძლობის ფავორიტი ხსენებული კანდიდატებიდან გერმანიაა და დიდი ალბათობით, სწორედ ამ ქვეყანაში ჩატარდება ევრო 2024.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად გერმანიამ დიდ სანაკრებო ტურნირს 2006 წელს უმასპინძლა. ხსენებული მუნდიალის გამარჯვებული კი იტალიის ნაკრები გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით