ანჩელოტი: "გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს"

27-09-2018, 13:28

"ნაპოლის"  თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ "იუვენტუსთან" მოახლოებული მატჩის წინ მისთვის სასტარტო შემადგენლობის არჩევა ძალიან რთულია.

"გულწრფელი რომ ვიყო, უნდა ვთქვა, შაბათის მატჩისთვის შემადგენლობს არჩევა ჩემთვის თავის  ტკივილია. გადაწყვეტილების მღება იმის შესახებ, თუ ვინ დავაყენო სასტარტო შემადგენლობაში ძალიან მჭირს, რადგან იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც "პარმასთან" ითამაშეს, დაამტკიცეს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმსახურებენ და იგივე მათაც ეხებათ, ვინც "ტორინოსთან" ითამაშა".

"მსურს კლუბში კარგი ცვლილებები მოვახდინო. ვფიქრობ, ეს ჯერჯერობით ცუდად არ მუშაობს. იმედია სანამ მე და "ნაპოლი" ვითანამშრომლებთ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება",-განაცხადა ანჩელოტიმ.
 
 "ნაპოლი" "იუვენტუსს" შაბათს, 29 სექტემბერს შეხვდება. მატჩი ტურინში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით