ხესუს ნავასი: "რამოსი ჩვენი ფანია"

27-09-2018, 13:47

გუშინ "სევილიამ" "რეალს" ანგარიშით 3:0 სძლია. მატჩის შემდეგ გამარკვებული კლუბის ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა "რეალის" მცველთან სერხიო რამოსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

"რამოსი ბავშვობიდან "სევილიას" გულშემატკივარია. ის აქვე აღიზარდა და იცის კლუბში როგორი სიტუაციაა. სერხიო დღემდე "სევიალიას" ფანია".

"ამ წლებში გასახსენებლად ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. ერთმანეთთან ძალან ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ბავშვობდან ვმეგობრობთ და ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით. მს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია",-ციტირებს ნავასს Marca.
  
შეგახსენებთ, რომ რამოსი "სევილიაში" აღიზარდა. ის 1996-2002 წლებში ახალგაზრდულ, ხოლო ძირითად გუნდში  2002-2005 წლებში გამოდიოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით