მჭედლიძემ სადაც დაასრულა იქიდან იწყებს

27-09-2018, 22:28

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე, დიდი ალბათობით, სათამაშოდ მზად არის და მოედანზე უახლოეს პერიოდში დაბრუნდება. 

სერია ა-ს მე-6 ტურში "ემპოლი" "მილანს" ხვდება ხოლო, ჩვენებური განაცხადშია შეყვანილი. დავძენთ, რომ ის 2018-2019 წლების სეზონის სტარტზეც აქტიურად ემზადებოდა, მაგრამ სანაკრებო პაუზის დროს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა მჭედლიძემ ბოლოს სწორედ "მილანის" წინააღმდეგ მიიღო, როდესაც გოლი გაიტანა, შემდეგ კი მძიმედ დაშავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით