ტერი: "აზარი მსოფლიოში საუკეთესოა"

27-09-2018, 22:40

გუშინ გაიმართა ინგლისის თასის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "ლივერპული" დაამარცხა ანგარიშით 1:2. 

"არისტოკრატების" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გუნდის ბელგიელმა ლიდერმა, ედენ აზარმა, რომელმაც გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა.

მატჩის შემდგომ "ჩელსის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ თავისი ყოფილი თანაგუნდელი შეაქო.

"შესანიშნავი გოლი აზარისგან. ედენი პრემიერლიგასა და მსოფლიოში საუკეთესოა." - სწორედ ასეთი პოსტი მიუძღვნა ტერიმ აზარს თავის ოფიციალურ "ინსტაგრამზე".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით