ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება

27-09-2018, 22:45

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა UEFA-ს კენჭისყრა, სადაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა აირჩა.

17 კაცისგან შემდგარმა კომიტეტმა ტურნირის მასპინძლად გერმანია დაასახელა. კენჭისყრაში 12 ხმა სწორედ ამ ქვეყანამ მიიღო, 4 თურქეთმა, 1 მონაწილეს კი ხმა არ მიუცია.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად გერმანიამ დიდ საფეხბურთო ტურნირს 2006 წელს უმასპინძლა. ხსენებულ მუნდიალზე გამარჯვება იტალიის ეროვნულმა გუნდმა მოიპოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით