"ბარსა" და "რეალი" ერთ დღეს 2015 წლის შემდეგ პირველად დამარცხდნენ

27-09-2018, 23:49

გუშინ ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ორი საკმაოდ ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა.

კატალონიის "ბარსელონა" "ლეგანესს" ესტუმრა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა. რაც შეეხება კიდევ ერთ ესპანურ გრანდ მადრიდის "რეალს", ეს კლუბი "სანჩეს პისხუანზე" გამანადგურებელი მარცხი იწვნია - 3:0.

საინტერესოა, რომ ლა ლიგის ზემოხსენებული ორი გრანდი ერთსა და იმავე სათამაშო დღეს 2015 წლის შემდგომ პირველად დამარცხდა. მაშინ "ბლაუგრანას" დამარცხება "რეალ სოსიედადმა" მოახერხა, ხოლო "სამეფო კლუბს" კი "ვალენსიამ" სძლია.

შეგახსენებთ, რომ წაგებების მიუხედავად როგორც "რეალს", ასევე "ბარსელონას" 13-13 ქულა აქვთ და ლა ლიგის ცხრილის სათავეში არიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით