17 თვის შემდგომ, მჭედლიძე სერია ა-ში დაბრუნდა

28-09-2018, 00:39

დღეს გაიმართა იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის მატჩი, რომელშიც "ემპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა.

ხსენებულ შეხვედრაში ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო რამ მოხდა. კერძოდ, 17-თვიანი პაუზის შემდგომ მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი, ლევან მჭედლიძე სერია ა-ში დაბრუნდა.

28 წლის თავდამსხმელი მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. 68-ე წუთზე კი "როსონერის" მცველ რომანიოლის ჯარიმა აკიდა და თავისი გუნდის წარმატებაში ლომის წილიც დაიდო.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ უკანასკნელად იტალიის სერია ა-ში 2017 წლის 23 აპრილს, სწორედ "მილანთან" ითამაშა. რა დროის შემდგომაც მას მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით