გატუზო: "კარგ გუნდს ვერ გვიწოდებთ"

28-09-2018, 12:10

"მილანი" "ემპოლს" შეხვედრა ფრედ, ანგარშით 1:1დასრულდა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკომფერენცაზე "როსონერის" თავკაცმა, ჯენარო გატუზომ კლუბის მთავარი პრობლემა დაასახელა.

თამაშის პრველი ნახევარი "მლანის" უპირატესობით დაიწყო, ისინი ბილიას გოლით დაწინაურდნენ.  მეორე ნახევარში კი ალესიო რომანიოლიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ბურთი შეცვლაზე შესულ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს მისცა, რის შემდეგაც ლევანი წააქცია. ამ ყველაფერს მილანელების კარში პენალტი მოჰყვა.

"მთელ თამაშის განმავლობაში უამრავი კარგ მომენტი გვქონდა, რომელიც  ვერ გამოვიყენეთ. შეცდომაც დავუშვით, რაც ძვირად დაგვიჯდა. ისევ უნდა ვთქვა, რომ შედეგის გამო არ გაგვიმართლა, თუმცა რეალიზაციაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. როდესაც მუდმივად ბევრ შეცდომას უშვებ, თავდაჯერებულობას კარგავ. ამის გამო კონცენტრაცა გვიქვეითდება, ამ ასპექტში მომატება აუცილებელია".

"ვფიქრობ, უპირველესი პრობლემა იმაშია, რომ თამაში ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიგვყავს. იგუაინის მსგავსი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვის მიუხედავად, ძალიან კარგად ვთამაშობდით. ბორინი თამაშში თავიდანვე ვერ შევიდა."

"ჯერჯერობით კარგ გუნდს ვერ გვიწოდებთ, ეფექტურობა და სტაბილურობა გვაკლია. თუმცა, ასე თამაშს თუ გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან დამაკმაყოფილებელ  შედეგსაც მივიღებთ",-ცტირებს გატუზოს Football Italia.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით