აურელიო ანდრეაცოლი: "მადლობა ლევანს"!

28-09-2018, 14:37

"ემპოლის" მწვრთნელმა, აურელიო ანდრეაცოლიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გუნდმა სწორი ფეხბურთი ითამაშა და მილანთან ფრეს მიაღწია. 

"შედეგით კმაყოფილი ვარ. სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ და მიზანს მივაღწიეთ. მადლობა ლევან მჭედლიძეს, რომელიც საჭირო დროს აღმოჩნდა კონკრეტულ მომენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის მუდამ ფორმაში იყოს", - განაცხადა ანდრეაცოლიმ. 

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, ემპოლი მილანს დაუპირისპირდა. ქართველი ლეგიონერი შეხვედრის დასრულებამდე 24 წუთით ადრე შევიდა და პენალტი გამოიმუშავა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით