მიულერმა სანაკრებო კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

28-09-2018, 15:10

"ბაიერნის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ტომას მიულერმა მედიასთან სანაკრებო კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა. მისი თქმით, "ბუნდესნაკრებიდან" 2024 წლის ევროპირველობის შემდეგ, წავა. 

"მიხარია, რომ ევროპირველობა გერმანიაში გაიმართება. ეს კარიერაში ჩემი უკანასკნელი ტურნირი იქნება", - თქვა მიულერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პირველად კონტინენტის პირველობას 1988 წელს უმასპინძლა. მსოფლიო ჩემპიონატი კი, 1974-სა და 2006 წლებში ჩატარდა. 2024 წლის ევროპირველობაზე მიულერი 35 წლის იქნება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით