"ჯენოას" ახალი ვარსკვლავი ჰყავს

28-09-2018, 16:47

საფეხბურთო კლუბ "ჯენოას" 23 წლის თავდამსხმელი, კშიშტოფ პიატეკი ევროპული გრანდების ყურადღებას იპყრობს. მისი შეძენით, "ბაიერნი", "იუვენტუსი", "რომა" და დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდებიან. 

პოლონელი შემტევისთვის 2018-2019 წლების სეზონის სტარტი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. მან 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა და მედია აალაპარაკა. როგორც ირკვევა, ის ძალიან ჰგავს რობერტ ლევანდოვსკის. 

შეგახსენებთ, "ჯენოას" მისი ყიდვა 4.5 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელი იმდენად პროგრესირებს, რომ პოლონეთის ეროვნულ გუნდშიც მისცეს შანსი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით