ბერლუსკონიმ კაკა ახალ კლუბში მიიწვია

28-09-2018, 17:10

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას "მილანში" დაბრუნება გადაოდო. იტალიური მედიის ცნობით, სამხრეთ ამერიკელთან მოლაპარაკება სილვიო ბერლუსკონიმ დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ 81 წლის ბერლუსკონიმ მესამე დივიზიონში მოასპარეზე "მონცა 1912" შეიძინა და ახლობლების დასაქმება დაიწყო. კლუბის ხელმძღვანელობაში ადრიანო გალიანი მოიყვანა. 

სილვიოს მიზანი კლუბის სერია ა-ში დაწინაურებაა. აღსანიშნავია, რომ "მონცას" 2015 წლიდან ბიზნესმენი, ნიკოლა კოლომბო ფლობდა, რომელმაც გუნდი გაკოტრებისგან იხსნა და პლუს, სერია D-დან ზედა საფეხურზე გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, კაკა სწორედ "მონცაში" იმუშავებს. ჯერჯერობით თანამდებობა მედიისთვის უცნობია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით