• 24-08-2023
    გაირკვა! - როდის შეუერთდება ვიტორ როკე “ბარსელონას”
    გაირკვა! - როდის შეუერთდება ვიტორ როკე “ბარსელონას”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” “ატლეტიკო პარანაენსეს” ახალგაზრდა მოთამაშე, ვიტორ როკე დაიმატა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს იანვარში შეუერთდება.

    ცხადია, “ბარსელონას” მესვეურებს სურდათ, რომ როკე კლუბში ახლავე გადმოსულიყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ეს ყველაფერი იანვარში მოხდება.

    ცნობისთვის, 18 წლის ვიტორ როკემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები