ადრიანო გალიანი: "31 წელი "მილანში" იჯარით ვიყავი"

28-09-2018, 23:11

სილვიო ბერლუსკონიმ "მონცა 1912" შეიძინა და გენერალური დირექტორის პოსტზე ადრიანო გალიანი წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ სახლში დაბრუნებით ბედნიერია. 

"ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. მადლობა ბერლუსკონის, რომ ჩემს საყვარელ გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა მომცა. 31 წელი "მილანში" იჯარით ვიყავი და ახლა სახლში დავბრუნდი. ჩემი ცხოვრება ბერლუსკონის გარეშე სხვანაირი და ნაკლებად საინტერესო იქნებოდა", - განაცხადა გალიანიმ. 

შეგახსენებთ, რომ "როსონერის" ყოფილმა მფლობლემა "მონცა" 3 მილიონად იყიდა. იტალიაში საუბრობენ, რომ მალე სერია C-ში მოასპარეზე გუნდს რიკარდო კაკაც შეუერთდება.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით