დელე ალი კვლავ დაშავდა

29-09-2018, 15:56

ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელი, დელე ალი კვლავ ტრავმირებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მინიმუმ 1 თვეს იუქმებს. 

გეტყვით, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა დაზიანება ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირების დროს მიიღო. რეაბილიტაციის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ვარჯიში კვლავ ვერ შეძლო. 

შედეგად, "ტოტენჰემს" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" საგარეო მატჩის ჩატარება. ალი "მამლებს" 29 ოქტომბერს, "მანჩესტერ სიტისთან" პრინციპულ დაპირისპირებაშიც ვერ დაეხმარება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით