გატუზო: "კონტეს აჩრდილი თავთან დამტრიალებს"

29-09-2018, 19:00

"მილანის" თავკაცმა, ჯენარო გატუზომ, "სასუოლოსთან" მოახლოვებული მატჩის წინ, მის შესაძლო გათავისუფლებასა და "როსონერის" სათავეში ანტონიო კონტეს დანიშვნაზე კომენტარ გააკეთა.

"იგუაინმა გუშინ ივარჯიშა და კვლავ ტკივილი იგრძნო. ფეხბურთელით გარისკვა, შემდეგ კი, მისი კიდევ ორი თვით დაკარგვა უაზრობაა, მაგრამ, ბოლო სიტყვა მას ეთქმის. თავად გადაწყვეტს "სასულოსთან" მინდორზე ვიხლავთ თუ არა". 

"ჩვენ ვითამაშებთ გუნდთან, რომელიც, მართლაც,  ჩინებულ ფორმაში იმყოფება. რთული მატჩი გველის, რადგან ახლა და ამჟამად ეს გუნდი ძალიან კარგია".

"არ მსურს ფიქრი კონტეს აჩრდილზე, რომელიც, თავთან დამტრიალებს. მე ჯერაც "მილანის" თანამშრომელი ვარ და ჩემი სამუშაო უნდა შევასრულო. თუ სათანადო შედეგებს ვერ მივაღწევთ, კლუბმა ზომებს უნდა მიმართოს".

"ეს კლუბი მაძლევს საშუალებას, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნო და  გადაწყვეტილებები კითხვების დასმის გარეშე მივიღო. სამწუხაროა, რომ მეც იგივეთი ვერ ვპასუხობ და ვერ შევძელი ჩემი საყვარელი გუნდი ფეხზე გამართულად დამეყენებინა." - ციტირებს გატუზოს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით