მოურინიო: "მესამე გოლმა განწყობა მოგვიკლა"

29-09-2018, 19:12

ინგლისის პრემიერ ლიგის VII ტურის პირველ შეხვედრაში "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა, გოლები ფელიპე ანდერსონმა, ვიქტორ ლინდელოფმა (ს.კ.), მარკუს რეშფორდმა და მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანეს

"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"საწყის ხუთ წუთში გოლის გაშვება - მატჩის დაწყების საუკეთესო გზა არ არის. იქ მცირე თამაშგარე იყო, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ხაზის მსაჯმა შეცდომა დაუშვა და მომენტი ვერ დაინახა".

"რაც შეეხება მეორე გოლს, ვიცოდით, რომ ანდრეი იარმოლენკოს კარგი მარცხენა აქვს, მაგრამ, არასაკმარისად აგრესიულად ვუშლიდით ხელს. მეორე ტაიმში გარკვეული დრო დაგვჭირდა, მაგრამ, კარგი რეაგირება მოვახდინეთ, მეტოქის მეკარემ კი კარგი სეივები შემოგვთავაზა".

"ვულოცავ სკაუტს, რომელმაც ისა დიოპი აღმოაჩინა, ეს 21 წლის ბიჭი, არ ვიცი როგორ ვთქვა, - უბრალოდ მონსტრია".

"მესამე გოლმა ჩვენი განწყობა მოკლა, რადგან რეფერიმ იქამდე ერთი წამით ადრე მომხდარი თამაშის წესების დარღვევა ვერ დაინახა. 20 წუთი გვრჩებოდა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ, ეს ვერ შევძელით, რადგან განწყობა დავკარგეთ",- აღნიშნა პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით