გატუზოს ბედი სამ მატჩში გადაწყდება

30-09-2018, 11:37

როგორც იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იუწყება, "მილანის" თავკაცს 3 მატჩი დარჩა დაკავებული თანამდებობის შესანარჩუნებლად.
 
"როსონერიმ" ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა და ნათამაშები 5 მატჩის შემდეგ, გუნდი 6 ქულით მე-14 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ "მლანი"ერთადერთი კლუბია, რომელმაც სერია ა-ში კარის მშრალად შენახვა ვერცერთ მატჩში  ვერ მოახერხა.
 
მიმდინარე სეზონში გატუზო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, რის გამოც მისი წასვლა სულ უფრო რეალური ჩანს. მის შემცვლელად ანტონიო კონტეს მოიაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ გატუზომ ამის შესახებ თავად აღნიშნა:

"თავთან კონტეს აჩრდილი დამტრიალებს",-განაცხადა რონიმ ინტერვუში.
 
მილანური გრანდის მთავარ მწრთვნელს 3 მატჩი დარჩა სიტუაციის გამოსასწორებლად: "სასუოლოს", "ოლიმპიაკოსისა" და "კიევოს" წინააღმდეგ გასამართ თამაშებში მისი ბედი გადაწყდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით