სერხი რობერტო "ტოტენჰემთან" მატჩს გამოტოვებს

30-09-2018, 14:51

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, სერხი რობერტო ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ესპანელმა უნივერსალმა "ბილბაოსთან" მატჩის დროს ტრავმა მიიღო. 

"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 25 წლის მოთამაშის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და არაა გამორიცხული ლა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრებიც გააცდინოს. 

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" "ატლეტიკის" საკუთარ კედლებში ვერ მოუგო. ერნნესტო ვალვერდეს შეგირდები 85-ე წუთამდე მინიმალური სხვაობით მარცხდებოდნენ. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით