"მილანი" და "იუვენტუსი" ფეხბურთელს ვერ იყოფენ

30-09-2018, 17:16

ჯერ კიდევ სექტემბერია, თუმცა, იტალიურმა კლუბებმა უკვე დაიწყეს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ზრუნვა. "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის, სერია ა-ში გასამართი დუელის სავარაუდო შედეგი თითქმის ცნობილია, თუმცა, მათი გზები, დიდი ალბათობით, სარდინიაში კიდევ ერთხელ გადაიკვეთება.

როგორც ირკვევა, "როსონერისა" და "ბიანკონერის" ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და მათი ხელმძღვანელები "კალიარიდან" ნიკოლო ბარელას გადაბირებას შეეცდებიან. ჯენარო გატუზო მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი კასტედუში ზედმეტად გაზრდილია და მზად არის, ლომბარდიულ გრანდში ათამაშოს. იმავე აზრზე არიან ტურინელებიც, თუმცა, შეთანხმების მიღწევას სატრანსფერო ღირებულება აფერხებს.

"სან-ელიას" ბინადრების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ნიკოლო, მინიმუმ, 40 მილიონი ევრო ღირს. იანვარში აღნიშნული ტარსნფერის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კლუბები "არსენალის" უელსელი ნახევარმცველის, აარონ რემსის ყიდვაზე დაიწყებენ ფიქრს, რომელმაც ლონდონელებს აუწყა, რომ ხელფასის ზრდა სურს.

"მეთოფეს" ესპანელმა თავკაცმა, უნაი ემერიმ კი, უარით გაისტუმრა და ახალი კონტრაქტი ხელმოუწერელი დარჩა. 27 წლის რემსი უკვე 10 წელია რაც "ემირეიტზე" ასპარეზობს, თუმცა, როგორც ჩანს, აბარგება მოუწევს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით