"ეიბარის" სტადიონზე ტრიბუნის ჩამონგრევისას 14 ადამიანი დაშავდა

30-09-2018, 19:53

გუშინ გაიმართა ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩი, რომელშიც "ეიბარმა" ანდალუსიის "სევილიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. მას შემდგომ, რაც სტუმართა ნახევარმცველმა, ევერ ბანეგამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა, სტადიონზე ტრიბუნა ჩამოინგრა.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ინციდენტის შემდგომ მინდორზე 30-მდე ქომაგი ჩამოვარდა. მათგან 14-მა კი გარკვეული სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ ტრიბუნაზე "სევილიას" გულშემატკივრები ისხდნენ და დაზიანება სწორედ "დალაქების" ქომაგებმა მიიღეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით